- ენობრივი კოდი
- ყველაზე ფართო და ზოგადი გაგებით, კოდი კომუნიკაციის საშუალებაა. ამ ტერმინით აღინიშნება როგორც ბუნებრივი ენები (ქართული, ინგლისური, ბანტუ, იაპონური), ასევე ხელოვნური ენებიც (ესპერანტო, ასემბლერი, ფორტრანი, დროშების მეშვეობით გამოხატული საზღვაო კოდები). საკუთრივ ენათმეცნიერებაში კოდის ქვეშ იგულისხმება ადამიანთა შორის კომუნიკაციის ენობრივი საშუალებები: ენა, დიალექტი, ქალაქური კოინე, პიჯინი, ჟარგონი, ლინგვა-ფრანკა და ა. შ.Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.